სიახლეები

შეხვედრა საჯარო სექტორში არსებული ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო სექტორში არსებული ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანს საჯარო სექტორში არსებული სასწავლო ცენტრების საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ასევე განხილულ იქნა საჯარო სექტორში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროცესი, არსებული პრიორიტეტები და გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე, რექტორის მოადგილე ერეკლე ჩიგოგიძე, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი თეა ნიკოლაშვილი, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ელინა ლანგე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი