სიახლეები

გამოშვების ცერემონია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროსი ოფიცრების მომზადების პროგრამის (11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებისათვის) პირველი გამოშვების კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს რეზერვის პროგრამის წარმატებით დასრულება აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მიულოცა და ახალ პროფესიულ გზაზე წარმატებები უსურვა მათ.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სამეთაურო რგოლი და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.