სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 26 კადეტი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

აკადემიის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია და იუნკერების დღის განრიგი გააცნო. საბაკალავრო სკოლის დირექტორმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სტუმრებს აკადემიაში მიღების პირობები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა კითხვები დაუსვეს სასწავლო ბატალიონის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ლაშა ოდილავაძეს სტიპენდიის, დათხოვნისა და კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით.