მიმდინარე წელს იტალიის რესპუბლიკის ქალაქ პალერმოში ჩატარდა VI საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფორუმი, რომელიც მოიცავდა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებსა და დებატებს.
საერთაშორისო ფორუმი წარმოადგენს ერთ-ერთ მასშტაბურ სამეცნიერო და შემეცნებით ღონისძიებას, რომელშიც ჩართულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და კადეტები.
საერთაშორისო ფორუმში ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა, შტაბის G-5 სამსახურის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ყავლაშვილმა, აგრეთვე მესამე კურსის იუნკერებმა დავით აწკარუნაშვილმა, რატი კუკულაძემ და ნიკოლოზ მებაღიშვილმა.
აღნიშნული ფორუმი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პარტნიორ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის განმტკიცების და გამოცდილების გაზიარებისთვის.