სიახლეები

საერთაშორისო კადეტთა საბრძოლო მომზადების შეჯიბრი

მიმდინარე წელს პოლონეთში, ქ. ვროცლავში, გენერალ თადეუშ კოსციუშკოს სახელობის სახმელეთო ძალების სამხედრო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა საერთაშორისო კადეტთა საბრძოლო მომზადების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა გუნდმა.

შეჯიბრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობის ტესტირება, ასევე ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება.

ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან და ინტენსიურ დავალებებს, მათ შორის: ფიზიკური გამძლეობის ტესტირებას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ევაკუაციის განხორციელებას, იარაღიდან სროლის სავარჯიშოებს, საინჟინრო დაბრკოლებების გადალახვას, წყლისა და ჭაობის მონაკვეთების ფორსირებას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, თავშესაფრის აგებასა და სხვა პრაქტიკულ ამოცანებს.

მსგავს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია მომავალი ოფიცრების პროფესიული განვითარებისთვის, რადგან იგი არა მხოლოდ ცოდნისა და უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად.