ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თბილისის N 216 საჯარო სკოლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი განხორციელდა.
იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აკადემიის ძირითადი საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა - გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი და სპორტული დარბაზი.