სიახლეები

დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აკადემიის სამხედრო, საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, მისიას და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ეროვნული თავდაცვის აკადემია ახალგაზრდებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის სთავაზობს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის იუნკერები და პირადი შემადგენლობა, რომლებმაც საზოგადოებას ღირსეულად გააცნეს სამხედრო განათლების მნიშვნელობა და ქვეყნის სამსახურის მაღალი პასუხისმგებლობა.
ეროვნული თავდაცვის აკადემია კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პატივს მიაგებს ყველა იმ გმირის ღვაწლს, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.