სიახლეები

გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ეროვნულ ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურში

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიურო-სა და სტატისტიკის ეროვნული სამსახური-ში.
ვიზიტების ფარგლებში იუნკერებმა მიიღეს ინფორმაცია ორივე უწყების ფუნქციების, სტრუქტურისა და ძირითადი საქმიანობის შესახებ. შეხვედრების დროს მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას და პროფესიული საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს იუნკერების სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას, მათი საქმიანობის უკეთ გაცნობასა და სამომავლო კარიერული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.
ეროვნული თავდაცვის აკადემია განაგრძობს სხვადასხვა სახელმწიფო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რაც იუნკერებს მრავალმხრივი განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.