სიახლეები

აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აკადემიის ძირითადი საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა - გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი და სპორტული დარბაზი.