სიახლეები

უნგრეთის სამხედრო ფაკულტეტის დეკანი ბრიგადის გენერალი პიტერ ლიპაის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის ოფიცერთა მომზადებისა და სამხედრო ფაკულტეტის დეკანი ბრიგადის გენერალი პიტერ ლიპაი და საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-დეკანი პოლკოვნიკი ფერენც პეტრუსკა.

სტუმრებს აკადემიის მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის მოკლევადიან სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გაცვლით აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობენ აკადემიის იუნკერები, მსმენელები, სამხედრო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე თანამშრომლობის სფერო მოიცავს „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მსგავსი სახის საერთაშორისო ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და პარტნიორ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით.