სიახლეები

კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვება

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოთხმოცდა ექვსმა სამხედრო მოსამსახურემ კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, საარტილერიო, დაზვერვის, პერსონალის, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო კაპიტნის საკარიერო კურსები გაიარა.

ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ,  შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებმა კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები გადასცეს.

აღნიშნული კურსი წარმატებით გაიარა სპეციალური ოპერაციების ძალებიდან მოვლენილმა სამმა სერჟანტმა.

ცერემონიალის ბოლოს, აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებს უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.