დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე და რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღების პირობები, კრიტერიუმები და სამხედრო სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, გაცნობოდნენ ოფიცრის პროფესიის თავისებურებებს და აკადემიაში სწავლის პირობებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებთან ურთიერთობას, რათა ხელი შეუწყოს სამხედრო განათლების პოპულარიზაციას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მომავალი თაობის ჩართულობას.