დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. აკადემიის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში სამხედრო მეცნიერების მიმართულებით კვლევითი კომპონენტის კიდევ უფრო მეტად განვითარების და გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციების დროს გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო-კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.