სიახლეები

სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აკადემიის სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა.

აკადემიის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მეთაურმა სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.