სიახლეები

დაჭრილ დაშავებული სამხედროები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 

აკადემიის მეთაურმა  ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მიმართა და აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც მათ გაწიეს სამშობლოს ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ასევე აკადემიის მეთაურმა  ხაზი გაუსვა, რომ დაჭრილ-დაშავებულ მეომართა მსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არის უდიდესი მოტივაციის მიმცემი თითოეული იუნკერისა და მსმენელისათვის.

მეთაურმა  დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს სამსახურისთვის.