დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა პროექტის „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში ხეები დარგეს სოფელ დაბაში.
პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების, დაბისა და წაღვერის მდგრად განვითარებას, გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდასა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კრისტოფერ მიკელსონმა, ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ბერიძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა.