სიახლეები

გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ, იუნკერებმა და მსმენელებმა პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.