დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის ლაზარეთის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
სამხედრო მედიცინის დღის აღსანიშნავად, ღონისძიების ფარგლებში აკადემიას გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.