დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ესტუმრა. ბატონმა იონასმა აკადემიის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობების შესახებ.
ბატონმა ელჩმა ლექციის მსვლელობისას საქართველოსა და ლიტვის, როგორც ძველ, ასევე უახლეს ისტორიულ მსგავსებაზე ისაუბრა, ასევე განიხილა ევროკავშირისა და ნატოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური რეფორმები.
ლექციის დასასრულს, ბატონ იონას პასლაუსკასს იუნკერებმა კითხვები დაუსვეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივების, საქართველოსა და ლიტვის სამხედრო ურთიერთობებისა და სოჭის ოლიმპიადის შესახებ.