სიახლეები

აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების და სერჟანტ/ოფიცრებით დაკომპლექტებულმა ხუთმა გუნდმა.

ფინალურ შეხვედრას აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი იმედა გვრიტიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების და აკადემიის სერჟანტ/ოფიცერთა გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება იუნკერთა გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს თასი აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ტურნირის „საუკეთესო ფეხბურთელი“ გახდა მეოთხე კურსის თეიმურაზ თარგამაძე, ხოლო „საუკეთესო თავდამსხმელი“ მეოთხე კურსის იუნკერი ვახტანგ დანელია.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, ფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.