სიახლეები

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე, შტაბ-სერჟანტი სკოტ მაინარდი ესტუმრა.

სტუმარს აკადემიის რექტორის მოადგილემ, ერეკლე ჩიგოგიძემ უმასპინძლა. შტაბ-სერჟანტმა სკოტ მაინარდიმ აკადემიას საჩუქრად სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული წიგნები გადასცა. დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს მოადგილის განცხადებით მსგავსი ინიციატივა რეგულარულ ხასიათს მიიღებს.