სიახლეები

გვირგვინით შემკობა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ, იუნკერებმა და მსმენელებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.