სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კურსი

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთათვის ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი იმედა გვრიტიშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი ზურაბ პავლიაშვილი.

კურსი განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის სწავლება ორ უწყებას შორის თანამშრომლობის ფარგლებში პირველად განხორციელდა, რაც ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ტოპოგრაფიის მიმართულებით შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ღონისძიებებს.