დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ, იუნკერებმა და მსმენელებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გაგრისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.