ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გასული თვის განმავლობაში სანიმუშო დისციპლინის, სწავლის და ფიზიკური მომზადების მაღალი დონის გამოვლენისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პირადი საჩუქარი გადაეცა სამ იუნკერს. დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის კი მეთაურმა პირადი საჩუქარი და ,,საპატიო სიგელი" გადასცა ოთხ სამხედრო მოსამსახურეს და სამ სამოქალაქო პირს.
ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.