სიახლეები

ალექსი პეტრიაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის იუნკერებს ჩაუტარა ლექცია, რომლის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია იყო.

ლექციის მსვლელობისას მინისტრმა განიხილა ის დიდი პროცესები, რომლის გავლა საქართველოს ხელს შეუწყობს, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ასევე შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და მის დადებით მხარეებს.

ლექციის ბოლოს, სახელმწიფო მინისტრს აკადემიის იუნკერებმა კითხვები დაუსვეს ევრაზიული კავშირისა და რუსეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრო.