სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ მონაწილეობა მიიღო სახალხო დღესასწაულში – „ქარელის დღე - 2026“.
ღონისძიების ფარგლებში აკადემია სპეციალური საგამოფენო-საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ აკადემიის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს - საბაკალავრო/სამაგისტრო და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის პროგრამებს.
აკადემიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და ღონისძიების სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობების, აკადემიის სასწავლო გარემოსა და მომავალი ოფიცრის პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ. სტუმრებს ასევე დაურიგდათ აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო მასალები და ბრენდირებული საჩუქრები.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სამხედრო განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და მომავალი თაობისთვის სამშობლოს სამსახურში პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაცნობას.