სიახლეები

სტუმრები აკადემიის მაგისტრატურაზე

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი სოფიო ბაბუნაშვილი ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი უჩაძემ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს შეხვდნენ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარლამენტის საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება განიხილეს.
შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველოს პარლამენტის როლი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სამაგისტრო პროგრამის მსმენელების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის უკეთ გააზრებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას.