სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „სტრატეგიული სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში: გამოწვევები და საერთაშორისო რეაგირება“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, რომლებმაც განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები, სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების საკითხები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, მოსაზრებები და ხედვები, იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებზე საერთაშორისო რეაგირების შესაძლებლობებზე.

კონფერენციამ ხელი შეუწყო აკადემიური და პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე მრავალმხრივი ხედვების გაზიარებას.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და უსაფრთხოების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.