სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული დღე

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს - საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ღონისძიებაზე აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ  აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. აკადემიის მეთაურმა  მიულოცა მათ პროფესიული დღე, აღნიშნა მათი ღვაწლი აკადემიის, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი შრომა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და უსურვა მათ წარმატებები როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში.

ღონისძიების დასასრულს აკადემიის მეთაურმა დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის გამორჩეული სამხედრო ინსტრუქტორები და პროფესორ-მასწავლებლები სამახსოვრო საჩუქრით და  საპატიო სიგელით დააჯილდოვა.