ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ლექცია ჩაუტარა.
ლექციის დასაწყისში ბატონმა ირაკლიმ იუნკერებს საქართველოს ბანკის ძირითადი ცნობები და წარმატების მიღწევის მისეული საშუალებები გააცნო.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ძირითადად საქართველოს საბანკო სისტემას, ქართულ ბანკებს შორის არსებულ კონკურენციასა და საქართველოს ბანკის მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებს შეეხო.