საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიაში „საპატიო სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელების საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე, საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებსა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს აკადემიური პროცესის გაღრმავებას, მსმენელებისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცნობასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას.