დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში“.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი საფრთხეები და კიბერსივრცის დაცვის აქტუალური საკითხები.
სტუდენტებმა წარმოადგინეს პრაქტიკული ნაშრომები და საკუთარი ხედვები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.
ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტთა აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე გამოწვევების გააზრებასა და შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბებას.