სიახლეები

2026 წლის პარა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა კაპრალებმა თემურ დადიანმა, მორის საბაშვილმა და ალექსანდრე გითოლენდიამ 2026 წლის პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.
ჩემპიონატზე განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზა კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც მარჯვენა ხელით ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარცხენა ხელით კი მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
კიდევ ერთი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა კაპრალი მორის საბაშვილი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.
ეროვნული თავდაცვის აკადემია ულოცავს სამხედრო მოსამსახურეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს გამარჯვებებსა და ახალ სპორტულ მიღწევებს მომავალ ასპარეზობებზე!