სიახლეები

იუნკერების მონაწილეობა მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაკათონში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფორმატიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის იუნკერების გუნდმა მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაკათონში — „NASA International Space Apps Challenge 2026“ და ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავა.

ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და GITA Tech Park-თან პარტნიორობით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე გაიმართა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს იუნკერებსა და სტუდენტებს შორის ინოვაციური აზროვნების განვითარებას, პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, გუნდური მუშაობის კულტურის გაძლიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ეფექტური გადაწყვეტილებების ძიებას.