სიახლეები

სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის III კურსის 23 კადეტი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აკადემიის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოს სამხედრო სასწავლებლების ისტორია გააცნო. საბაკალავრო სკოლის დირექტორმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სტუმრებს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნეს.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა კითხვები დაუსვეს სასწავლო ბატალიონის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ლაშა ოდილავაძეს გაცვლითი პროგრამის, დათხოვნისა და სტიპენდიის პირობებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.