სიახლეები

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მათ აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარედგინათ. სტუმრები გაეცნენ აკადემიაში მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, ჩარიცხვის პირობებს, იუნკერთა ყოველდღიურ განრიგს, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გაეცნენ სასწავლო და საცხოვრებელ გარემოს.
ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს თბილისისა და რეგიონების სკოლების  მოსწავლეებთან. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სამხედრო განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აკადემიის საგანმანათლებლო შესაძლებლობების პოპულარიზაციას.