დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, გიორგი სახოკიამ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო აუდიტორიები/ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.