ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი ესტუმრა. მთავარ სერჟანტთან ერთად აკადემიას ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ზაქარია წერუაშვილი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი, აღმოსავლეთ ოპერატიული ძალების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მანუჩარ დავითური და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი მამუკა ქაფიანიძე სტუმრობდნენ.
სტუმრები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. შეხვედრისას მათ ისაუბრეს დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სოციალურ პრობლემებზე.
მოგვიანებით, სტუმრებმა ბაკალავრიატის I და II კურსის იუნკერებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა სერჟანტებისა და ოფიცრების ურთიერთობებზე ისაუბრა, სარდლობის სერჟანტებმა კი იუნკერებს სარდლობების სტრუქტურა და საქმიანობა გააცნეს.
შეხვედრის ბოლოს, იუნკერებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს სარდლობებში ოფიცრებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.