სიახლეები

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბაკალავრიატის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლების ისტორია გააცნო. სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ კი სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო. მან ასევე ისაუბრა იუნკერების დღის განრიგსა და აქტივობებზე.

შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად აკადემიაში მიღების, სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და კონტრაქტის პირობებს შეეხო.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.