ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაია ავალიანის ხელშეწყობით, ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო გეგმაში შევიდა სწავლება თემაზე გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.
ამ ეტაპზე, დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ბაკალავრიატის პროგრამის სამივე კურსის თითოუელ ოცეულს ჩაუტარდებათ სწავლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მსგავსი სწავლება ჩატარდება ყოველწლიურად, რათა იუნკერების ყოველ ახალ ნაკადს საშუალება მიეცეს გაეცნონ გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ს.