ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებმა და ძირითადი კურსის მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს შპს „მედ ინვესტ ჯორჯიასა“ და „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის" საქველმოქმედო აქციაში.
აქციის ფარგლებში, იუნკერებმა და მსმენელებმა სისხლი გაიღეს იმ ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების დასახმარებლად, რომლებიც ონკო-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკაში „ჰემა“ მკურნალობენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მსგავს აქციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.