ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ესტუმრა. ბატონმა გოგიმ ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა თემაზე - ქართული ხელოვნება და კულტურა.
ბატონმა გოგიმ ლექცია საქართველოს ისტორიული მდებარეობისა და რელიგიის, როგორც კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტის, განხილვით დაიწყო.
ლექციის მსვლელობისას, ბატონმა გოგიმ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების, ქართული ხატწერის, ტიხრული მინანქრისა და მხატვრობის ნიმუშები განიხილა.
ლექციის ბოლოს, იუნკერებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ ტაო-კლარჯეთში არსებული ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით.