ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? დაიწყო. სეზონი ბაკალავრიატის II კურსის იუნკერებმა გახსნეს. პირველი ტურის შედეგებით ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს I ოცეული „სოფისტები“ - 16 ქულა, II ოცეული „ბრავო“ - 15 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ალექსანდრე ბერიძეს მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ავალიანმა გადასცეს.