ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? II ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელებმა და ინსტრუქტორებმა მიიღეს. მეორე ტურის შედეგად გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, ინსტრუქტორტთა გუნდი „ფეოლა“ – 13 ქულა, III ოცეული „არწივი“ – 12 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული უმცროს სერჟანტ გიორგი ნოზაძეს მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ და კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გადასცეს.