სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? III ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? III ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის I კურსის იუნკერებმა მიიღეს. მესამე ტურის შედეგებით ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს V ოცეული „მე-5 ელემენტი“ - 14 ქულა, III ოცეული „რობერტის ბიჭები“ - 13 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ირაკლი ციცვიძეს მიენიჭა.

გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ავალიანმა გადასცეს.