სიახლეები

ვლადიმერ პაპავა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა ზურაბ აგლაძემ და ვლადიმერ პაპავამ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიის მსმენელების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

დღესვე, ბატონმა ვლადიმერ პაპავამ ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა თემაზე „ქართული ეკონომიკა“.

ლექციის მსვლელობისას, ბატონმა ვლადიმერმა  ქართული ეკონომიკის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ასევე განიხილა ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები.

ლექციის ბოლოს, იუნკერებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს სოფლის მეურნეობის შესახებ.