ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის III კურსის იუნკერებმა მიიღეს. მეოთხე ტურის შედეგად გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, IV ოცეული „ელიტა-II“ – 15 ქულა, V ოცეული „გორგასლიანი“ – 14 ქულა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ გიორგი ნოზაძეს მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ავალიანმა გადასცეს.