ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ისტორიკოსი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი ესტუმრა. ბატონმა გურამმა ბაკალავრიატის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა საქართველოს ისტორიაზე.
ლექციის მსვლელობისას, ბატონმა გურამმა XI-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია მიმოიხილა. მან ამ პერიოდის ქართველ მეფეებსა და მომთაბარე ტომების შემოსევებზე ისაუბრა.
ლექციის ბოლოს, იუნკერებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის შესახებ.