სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის აუზის ქვეყნები: პრობლემები და პერსპექტივები“

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „შავი ზღვის აუზის ქვეყნები: პრობლემები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.

კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა სამხრეთ კავკასიის ენერგოუსაფრთხოება და ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, კავკასიის ერთიანობის იდეა, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და მათი რეგულირება, მონტრეს კონვენცია და მისი მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონებისათვის, შავი ზღვის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური რესურსები.

მონაწილეებს სერთიფიკატები სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა, ბატონმა ირაკლი ჟორჟოლიანმა გადასცა.